ღამით ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.