ქუთაისში, სპეცოპერაციის შედეგად 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
მათი ცნობით, დაკავებულთა შორისაა ბაზარ "ტაბახმელა 2023"-ის დირექტორი. მედიის თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებიდან ერთ-ერთს "ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან, დანარჩენების დაკავების ზუსტი მიზეზი კი ამ დროისთვის უცნობია.
"მთავარი არხის" ვებგვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.