"მაღარო ქვეყანას, მოგება ხალხს" | კანცელარიასთან ჭიათურელების აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

მაღაროელების პროტესტმა ჭიათურიდან თბილისში გადაინაცვლა. ამ დროისთვის, საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარეობს. 

ჭიათურელების მოთხოვნები უცვლელია: ჩაანაცვლოს მთავრობამ კომპანია, შეიქმნას ჭიათურის ფონდი, მოხდეს მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია, ეკოლოგიური საკითხების მოგვარება და უმუშევრად დარჩენილი ადამიანების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების გასტუმრება. 

კომპანია "ჭიათურის მენეჯმენტმა" მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ სამუშაოებს წყვეტდა, თუმცა თანამშრომლებს დავალიანების ანაზღაურებას დაჰპირდა. მოგვიანებით "ჭიათურის მენეჯმენტმა" და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდის უუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი