"ციხეში უნდა დალპე - მომაძახა ოფიცერმა როცა საპატიმროში დავბრუნდი მაშინ" - ამის შესახებ რეჟიმის პატიმარი, ნიკა კაცია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი ძმა ავრცელებს.
"ციხეში უნდა დალპე" - ეს ფრაზა მომძახა ოფიცერმა სასამართლოდან რომ საპატიმროში დავბრუნდი მაშინ, ე.წ. მიმღებ კორპუსში. რატომ? იმიტომ რომ მაბუქნავეს და დავსვი კითხვა - "რატომ იქცევით ასე? როლები რომ გაიცვალოს მე რომ ასე მოგექცეთ მოგეწონებათ?" - მოკლედ ციხის ზოგიერთი თანამშრომელიც მაგრად იწყევლება" - წერს ნიკა კაცია.
შეგახსენებთ, პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე ნიკა კაცია გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს. რეჟიმის პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინა, რაც რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი "ჩაუდეს".
ალტერნატიული ექსპერტიზით, რომელიც სამხარაულის ბიუროში ჩატარდა, ნიკა კაციას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და არც ნარკოტიკის შეფუთვაზე აღმოჩნდა თითის კვალი.