კალაძემ დაპირება შეცვალა | რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისის ნაცვლად 2026 წელს დაიწყება

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პარტიის გენერალური მდივნის და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია "მომავალი წლისთვის" გადაიდება. მანამდე, 19 თებერვალს, კალაძემ თქვა: "ალბათ, მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის, გვინდა, სრულად დავამთავროთ".

"რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე სიახლეები გვაქვს - გარკვეული კვლევები ჩავატარეთ და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი მიწის ქვემოთ. მიწის ქვემოთ არის ერთი კოლექტორი, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში, წარმოიდგინეთ, ცენტრალურ გამზირზე არც სანიაღვრე სისტემაა, არც წყლის სისტემებია მოწესრიგებული, არც საკანალიზაციო სისტემაა, ყველაფერი არეულია ერთმანეთში. არის ავარიულ მდგომარეობაში და ის, რაც მოედინება, ყველაფერი ერთად არეული ატარებს და გარკვეულ შენობებს უქმნის პრობლემებს.

შესაბამისად, მისი დემონტაჟი გარკვეულ ვადასთან და დროსთან არის დაკავშირებული. ვვარაუდობდით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს 3 თვე დასჭირდებოდა და ვაპირებდით მაისის ბოლოს დაწყებას, თუმცა, ამ ეტაპზე, მოგვიწევს, რომ მომავალ წელს გადავიტანოთ სამუშაოები, რადგან უფრო მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ კომუნიკაციები მოწესრიგდეს. რუსთაველი ცენტრალური გამზირია და დიდი ხნით მისი დაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში და ძალიან დიდ დისკომფორტს, ამიტომ, მომავალი წლისთვის გადაიწევა სამუშაოები", - თქვა კალაძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი