გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველების შესახებ, მერი ლოულორი საქართველოში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.
"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, რომელიც მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. შემაშფოთებელია, რომ ეს ნაბიჯი 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამოძიების ნაწილს წარმოადგენს. მოვუწოდებ (შესაბამის უწყებებს) გადახედონ გადაწყვეტილებას და გამოიძიონ უფლებადამცველებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმები", - წერს ლოულორი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ოლიგარქის პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 17 მარტს 5 ფონდი დააყადაღა, რომლებიც მოქალაქეებს რეჟიმის მიერ გამოწერილი უსამართლო ჯარიმების გადახდაში, ასევე სხვადასხვა საქველმოქმედო საჭიროებებში ეხმარებოდნენ.