ხანდაზმული ქალის თქმით, სოფელ მუხურში მის სახლს მოტყუებით დაეუფლნენ და ფიზიკურად ამუშავებდნენ | საქმეში პოლიციელი ფიგურირებს

გამოქვეყნდა:

სოფელ მუხურში ხანდაზმული ქალის სახლს მოტყუებით დაეუფლნენ და ფიზიკურად ამუშავებდნენ - დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ საკითხზე პროცესიც გაიმართა.

როგორც მომჩივანი ლამარა ხარებავა ჰყვება, მისმა ნათესავმა ზურაბ ღვინჯილიამ, რომლის შვილიც პოლიციის თანამშრომელია, ქონების დაუფლების მიზნით, მოატყუა და უთხრა რომ ბანკი სესხის გამო სახლს წაართმევდა თუ მას არ გადაუფორმებდა. სანაცვლოდ დროებით მათთან ცხოვრება შესთავაზა. 

ხანდაზმული მომჩივნის განცხადებით, მათთან გადასვლის შემდეგ ლამარა ხარებავას ზურაბ ღვინჯილიას ოჯახი თხილს აგროვებინებდა, მიწის ნაკვეთზე ამუშავებდა, საგაზაფხულო სამუშაოებს აკეთებინებდა, საერთო სადილის გარეშე არ აჭმევდა და მოსაწესრიგებლად და დასაბანად ფარეხში გაყვანილ მილთან უშვებდა. 

ლამარა ხარებავამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სახლის და მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართა და მტკიცებულებები წარუდგინა. 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მისი მეზობლები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლამარა ხარებავა ცუდ პირობებში ცხოვრობდა და სახლიდან რამდენჯერმე გაიქცა. დაიკითხა ზურაბ ღვინჯილიას შვილიც, პოლიციელი რომლის მამის სახელზეც გადაფორმდა ქონება. 

სასამართლომ ლამარა ხარებავას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი