მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას "TV პირველი" ავრცელებს.
ამ შენობაში მოქალაქეები ქალაქის ხედის გადასაღებად შედიოდნენ.
"მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.