თბილისში ბაგა-ბაღებში ბავშვებისა და თანამშრომლების ელექტრონული აღრიცხვის მექანიზმი ამოქმედდება

გამოქვეყნდა:

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დაშვების ელექტრონული სისტემის დანერგვას გეგმავს. მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომელთა გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობასაც

ტენდერი სისტემის სახელმწიფო შესყიდვისა და თანმდევი სამონტაჟო სამუშაოებისთვის უკვე გამოცხადდა. წინადადებები 10-15 აპრილის პერიოდში მიიღება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიონია.

ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად,  შესყიდული უნდა იქნას „ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერი“ და უნდა მოხდეს შესაბამისი „კლიენტ-სერვერული სტრუქტურის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის“ მიწოდება და გამართვა; ასევე სერვერულ აპლიკაციის მონაცემთა ბაზასთან თავსებადი „აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის“ მიწოდება და გამართვა;

სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს კლიენტ-სერვერული სტრუქტურის მქონე. მაღალი საიმედოობისა და გარანტირებული სრულფასოვანი ურთიერთთავსებადობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერი და სერვერული პროგრამული უზრუნველყოფა იყოს ერთი და იგივე მწარმოებლის პროდუქცია.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს „ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერის“ მწარმოებლის ასორტიმენტში არსებული („ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერის“ შესაბამისი) კლიენტ-სერვერული სტრუქტურის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება და გამართვა (,,თანდართული კლიენტ-სერვერული სტრუქტურის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა"). წამკითხველ/კონტროლერს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სერვერულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ,,ონლაინ" რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა.

აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფაში ადმინს  უნდა შეეძლოს სისტემის ყველა ფუნქციაზე სრული წვდომა, მონიტორინგის გუნდს Dashboard-ზე და რეპორტების ინსტრუმენტებზე წვდომა.

პროგრამაში უნდა ხდებოდეს უსაფრთხო შესვლა მომხმარებლის სახელით/პაროლით, ასევე ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA) დამატებითი უსაფრთხოებისათვის.

შესაძლებელი უნდა იყოს რეალურ დროში სტატისტიკა შემდეგი მონაცემების:

ბავშვების საერთო რაოდენობა, რომლებიც საბავშვო ბაღში იმყოფებიან.
ბავშვების რაოდენობა, ვინც დღეს შევიდა/გამოვიდა/დააგვიანა/გააცდინა.
ვიზუალური მონაცემები დიაგრამებისა და გრაფიკების საშუალებით.

პროგრამის მეშვეობით უნდა ხდებოდეს დასწრების რეპორტების გენერაცია შემდეგ პარამეტრებზე დაყრდნობით:

დღე, კვირა, ორი კვირა, ერთი თვის ან კონკრეტული პერიოდის.კონკრეტული ბავშვის დასწრება. ჯგუფების მიხედვით გაფილტვრა, ბაღების მიხედვით გაფილტვრა;სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებლებზე შესაძლებელი უნდა იყოს კომენტარის ან ტეგის მითითება.

ყველა ბავშვის აგრეგირებული მონაცემები. რეპორტების ექსპორტი PDF, CSV ან Excel ფორმატებში.

შესყიდვის ობიექტის მიწოდება/მონტაჟი/ინსტალაცია უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 01 დეკემბრისა; შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია არაუმეტეს ათ საბავშვო ბაგა-ბაღში შესყიდვის ობიექტის მიწოდება/მონტაჟი/ინსტალაცია განახორციელოს არაუგვიანეს 2025 წლის 01 სექტემბრისა;

ამ ეტაპისვის უცნობია, როდიდან ამოქმედდება ახალი წესი.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი