საქართველოს 84 სკოლაში 5 მილიონად 4 380 სათვალთვალო კამერის დამონტაჟება იგეგმება

გამოქვეყნდა:

საქართველოს 84 სკოლაში ვიდეოსათვალთვალო სისტემის დამონტაჟება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 4.91 მილიონიანი ტენდერი აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღების პერიოდია 2-3 აპრილი.

მიმწოდებელი ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის მიწოდება-მონტაჟი/გამართვა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში.

მთლიანობაში სკოლებში იგეგმება 1832 გარე კამერის და 2548 შიდა კამერის დამონტაჟება. რაოდენობების მიხედვით ყველაზე მეტი გარე კამერის დაყენება თბილისის 175-ე სკოლაში იგეგმება (50 კამერა), ყველაზე მეტი შიდა კამერის კი თბილისის 221-ე სკოლაში (87). კამერები დამონტაჟდება როგორც თბილისის რამდენიმე სკოლაში, ასევე რეგიონებისა და სოფლების სკოლებშიც. ანგარიშსწორება განხორციელდება 2025-2026 წლების ბიუჯეტის სახსრებით.  შესაბამისი განკარგულება ოცნების მთავრობამ 2024 წლის დეკემბერში გამოსცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი