ჯაზფესტივალს, რომელიც კახეთში უკვე მეცხრედ იმართება ოლიგარქის მთავრობა 300 ათასი ლარით დაასუბსიდირებს.
როგორც ოლიგარქის პრემიერის განკარგულებაშია ნათქვამი, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების Jazz and wine KaKheti-oს ნაწილობრივი დაფინანსება დაევალა. განკარგულებას ირაკლი კობახიძემ 24 მარტს მოაწერა ხელი.
Jazz and wine KaKheti-ის ორგანიზატორი შპს ისთერნ პრომოუშენსია. რომლის დირექტორი და 90%-იანი წილის მფლობელი გიორგი კერესელიძეა. 10%-ს კი ივანე კანდელაკი ფლობს.