საზოგადოებასურამის სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულიაგამოქვეყნდა: ხუთშაბათი, 27 მარტი, 2025 - 23:02
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სურამის სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი მე-4 სკოლის სახურავს ამ საღამოს, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაუჩნდა. საგანგებოს ცნობითვე, დაშავებული არავინაა.