ქუთაისში დაბინძურებული ჰაერია | რამდენით აჭარბებს მაჩვენებელი ნორმას

გამოქვეყნდა:

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 28 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული ქალაქ ქუთაისშია.

ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში დაბინძურება ფიქსირდება ლადო ასათიანის ქ.# 98-ზე , სადაც PM10-ის მაჩვენებელი 118.69 მკგ/მ3-ია.

PM10-ის შემთხვევაში კი 100 მკგ/მ3-ს ზემოთ მაჩვენებელი ძალიან ცუდ მდგომარეობად ითვლება. PM2.5-ის შემთხვევაში კი 50 მკგ/მ3-ს ზემოთ.

აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.

რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, აღნიშნულმა ნაწილაკებმა სასუნთქი სისტემისა და თვალების გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც:

"28 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი