პროტესტს ვუცხადებ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ, თვითმარქვია რუსული ხელისუფლების, ქოცთღალატის სპექტაკლს...| პოლიციის ოფიცერი

გამოქვეყნდა:

პოლიციის ოფიცერი, თადარიგის მაიორი, არჩილ ცქვიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "ქართული ოცნების" "საგამოძიებო კომისიას" პროტესტს უცხადებს

"მე არჩილ ცქვიტიშვილი, როგორც ქართული პოლიციის ოფიცერი, თადარიგის მაიორი, რომლის ოჯახის წევრები დაზარალდნენ ან დაიღუპნენ რუსული საღორის მიერ აფხაზეთში მოწყობილ ქართველთა გენოციდის დროს... ვუცხადებ პროტესტს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ, არალეგიტიმური თვითმარქვია რუსული ხელისუფლების უნიჭო და მოღალატურ ტოკშოუს..საქვეყნოდ აჟიტირებულ ქოცთღალატის სპექტაკლს... ასევე ვაცხადებ,რომ მე არ მოვიხდი საქართველოს მტრების წინაშე ბოდიშს და არ დავუჩოქებ!!!
არ დავარღვევ ჩემს მიერ სამი ათეული წლის წინ დადებულ პოლიციელის ფიცს!!
დიდება უფალს.
გაუმარჯოს საქართველოს.
მარადიული ხსოვნა გმირებს," - წერს არჩილ ცქვიტიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი