წულუკიანის საგამოძიებო კომისიიდან გამოსულ პროპაგანდისტ გოგა ხაინდრავას, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ახალგაზრდები პროტესტით დახვდნენ. ხაინდრავამ მათ შეურაცხმყოფელი ჟესტით უპასუხა და შუა თითი აჩვენა.
საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში ე.წ. საგამოძიებო კომისიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იწყება.
კომისია წულუკიანის თავმჯდომარეობით ბოლო რამდენიმე დღეა 2008 წლის აგვისტოს ომს "იძიებს" და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების მიუხედავად, რომ აგრესიაში დამნაშავე არის აგრესორი, ანუ რუსეთი, ოლიგარქის რეჟიმი მაინც ცდილობს ამ გადაწყვეტილებების რევიზიას და ქართველ გენერლებს დაკითხვებზე იბარებს.
დღეს ივანიშვილისა და რუსეთის რეჟიმებისთვის სასურველი ჩვენება მისცა "ოცნების" პროპაგანდისტმა ხაინდრავამ.
ხაინდრავამ ტერიტორია "მონასა" და "მოღალატეს" შეძახილებით დატოვა.