დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას ბოლო სამუშაო დღეა. სასამართლოში ამ წუთებში აჭარის არალეგიტიმური მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები იმყოფებიან.
სასამართლოს გარეთ კი ტურავას პერფორმანსით აცილებენ. სამოქალაქო აქტივისტებსა და ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქეებს ადგილზე სიმბოლურად თემიდას სასწორი აქვთ მიტანილი, სადაც სამართალს ფული წონის.
მერაბ ტურავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2015 წლის 20 მარტს აირჩიეს, 2018 წლის 12 იანვარს კი თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ტურავა 2020 წლის 25 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე