ქუთაისის აეროპორტის გზაზე, მანქანის შეჯახების შედეგად ქვეითი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ადგილობრივი მედიასაშუალება "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ქუთაისის მიმდებარედ, აეროპორტის გზაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. როგორც გამოცემას თვითმხილველებმა განუცხადეს, ქვეითი შემთხვევიდან მალევე დაიღუპა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი