"2008 წელს, საქართველო უმაღლესი მთავარსარდლიდან (პრეზიდენტი) დაწყებული რიგითის ჩათვლით მომხდურს, როგორც ყოველთვის, ღირსეულად დაუხვდა, მთელმა არმიამ იბრძოლა მამაცურად და შესაძლებლობის მაქსიმუმზე - არ მოვაწერეთ კაპიტულაციას ხელი და დედაქალაქის თავზე არ აფრიალდა ღრუსული დროშა. ახლა კი რასაც ვუყურებთ, ეს არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი!
მე, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგითი ჯარისკაცი, ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე და 2008 წლის ომში მონაწილის შვილი, არასოდეს, სანამ პირში სული მიდგას, არ მოვიხდი ბოდიშს მტრის წინაშე.
დიდება ჩვენ გმირებს მიწაში და მიწის ზემოთ. დიდება საქართველოს თავისუფლებას"
- წერს Facebook-ზე საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცი, ჯონი ბაძაღუა.