"მე აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე ვარ…
ჩემი ოჯახი სამაჩაბლოდან დევნილები არიან…
2008 წლის აგვისტოში, ცხოვრება თავზე ჩამომენგრა, 24 წლის ქალი 2 მცირეწლოვანი შვილით მარტო დავრჩი და არ ვიცი ცხოვრების გაგრძელება როგორ მოვახერხე… ამ ქვეყანას შევწირე ყველაზე ძვირფასი ჩემთვის - მეუღლე…
შვილები დამიობლდნენ…
ოჯახი საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ვიქეცით… რაც მთელი ცხოვრება უშრომიათ ჩემ მოხუც ბებია-პაპას, 1 დღეში ნაცრად ექცათ…
რუსეთი მტერია!!! და მტერია ყველა ვინც მისი ეგოს მოსაფხანად დღევანდელ მასკარადს მართავს…
ეს რაც ამ დღეებში ხდება ბოროტებაა!!! ქვეყნის, ერისა და ჩვენი გმირი ვაჟკაცების წინაშე…
შეურაცხყოფაა, ყველა ცოცხალი თუ გარდაცვლილი მებრძოლის და მათი ოჯახების…
გული მიკვდება… 17 წლის მანძილზე, უკვე რამდენჯერ დაგვჭირდა ჩვენი გმირების მიმართ ნასროლი ტალახის ჩამორეცხვა…
ხალხო, რა გვჭირს??? რა დაგვემართა?? რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს?? ნუთუ აღარ ღირს ამ ქვეყნის დასაცავად ბრძოლა?? იქნებ ვიფიქროთ იმაზეც თუ რას განიცდიან ვეტერანები, ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები ამ მოვლენების ყურებისას?? ვიღას მოუნდება ამის მერე ქვეყნისთვის ბრძოლა?? თავის შეწირვა?? წარმოგიდგენიათ რა ხდება ჩვენი ცოცხალი მებრძოლების გულებში ახლა?? ვინც საკუთარი მკერდით იცავდა ქვეყნის ინტერესებს 2008-ში???
ბოდიში!!!
მხოლოდ ბოდიშის მოხდა მინდება ამ უსუსური მდგომარეობიდან… ბოდიში რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩავაგდეთ თითოეულმა ჩვენგანმა…
რუსეთი მტერია და ოკუპანტია!!!
რუსეთის ინტერესების გამტარებლები საქართველოში კი დამნაშავეები არიან!!!
სოლიდარობა, ამ მძიმე დღეებში 2008 წლის აგვისტოს გმირების ოჯახებს… ასევე ცოცხალ მებრძოლებს, ცოცხალ გმირებს და მათ ოჯახებსაც…
რა სამწუხაროა…"
- ამის შესახებ სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის ცოლი, თეა ტაბატაძე წერს.