ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა | მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს

გამოქვეყნდა:

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა, დაშავებული ჯერ ახალციხის კლინიკა "იმედში" შეიყვანეს. ამჟამად კი  კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელი "სამხრეთს კარიბჭესთან" აცხადებს, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

მორიგე ექიმის განმარტებით, პაციენტს მოტეხილობები არ აღენიშნება, მას ჩაუტარდა კვლევები და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი