"შევიკრიბოთ იქ, საიდანაც იწყებოდა სამართლიანი პროტესტი" | 12 საათიდან, "საგამოძიებო კომისიის" სხდომის პარალელურად, აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომის პარალელურად, დღეს, 31 მარტს, 12:00-დან 16:00 საათამდე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია გაიმართება: 

 "31 მარტს, დილის 12 საათიდან შევიკრიბოთ იქ, საიდანაც იწყებოდა სამართლიანი პროტესტი, მაშინ, როცა პროპორციულ არჩევნებს გვართმევდნენ, მაშინ როცა, რუსულ კანონს იღებდნენ და ახლაც, როცა საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. გელოდებით პარლამენტის უკან!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.

დღესვე,  20:00 საათზე, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, დაგეგმილია მასშტაბური აქცია: "დგება ხალხის გაზაფხული"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი