სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე, 1 აპრილს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე, დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოების გამო, 1 აპრილს, 8:00სთ-დან 19:00სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

"საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 1 აპრილს, 8:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება გზის ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი