თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, 6 წლის ბავშვი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, კახეთში, "მზიანეთის" საგანმანათლებლო ცენტრში, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ერთ-ერთი უცხოელი მონაწილე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ესწრებოდა.
ბავშვი სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში ჩავარდა და გარდაიცვალა.
დაღუპულს საკუთარ ქვეყანაში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ.