სამოქალაქო აქტივისტის, სალომე სიმონიას ინფორმაციით, "ყვარლის ბაგა" პროდუქციით ქართულ ჯარს კვებავდა.
ის სოციალურ ქსელში შესაბამის დოკუმენტებს აქვეყნებს, სადაც გამარტირებული შესყიდვებია ასახული.
"ყვარლის ბაგა", რომელიც ძროხებს ქათმის სკინტლს აჭმევდა, თურმე ამ პროდუქციით ქართულ ჯარს კვებავდა.
153 025 ლარის ღირებულების ორი გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის" მიერ, რომელიც ჯარს ამარაგებს ყველანაირი საკვებით. მისი 100%-იანი წილი ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს.
"სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია სამხედროებისათვის საუკეთესო ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს ხარისხის მკაცრ კონტროლსა და ყველა ტიპის გადაცდომაზე შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა 2021 წელს კომპანიამ.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯარისკაცებს ისეთ პროდუქციას აჭმევდნენ, რომელიც ხშირად მძიმე დაავადებებს და ზოგჯერ სიკვდილსაც კი იწვევს", - წერს სიმონია.
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, "ოცნების" რეჟიმთან დაახლოებული ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის ნედლი რძის მწარმოებელი ფერმა "ყვარლის ბაგა" ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა, რაც აკრძალულია.