"არ შემიძლია დღეს, 31 მარტს, ვიდგე აქ, თქვენს წინაშე, როგორც მთავარსარდალი და არ აღვუდგე იმ საზიზღრობას, რომლითაც ცდილობენ ჩვენი ყურადღება გადაიტანონ და სანახაობად აქციონ. ვსაუბრობ პროკურორ თეა ვიშინსკიზე, ე.წ. საინვესტიგაციო კომიტეტზე. ეს [ოლიგარქის პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისია] არც ისტორიის გარკვევას, არც გაგებას ემსახურება, ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას, მაგრამ უფრო შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი - ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება. რუსული დაკვეთის შესრულება იმის შემდეგ, რაც ამ რეჟიმს ყველა დამოკიდებული დაემორჩილა, მას შემდეგ, რაც სასამართლო სისტემა გააუქმა, პოლიციის დისკრედიტაცია მოხდა... ასეთი სურათის შექმნა, ჯარის სრული დისკრედიტაცია, წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ, ემსახურება ჯარის სრულ დემორალიზაციას და მცდელობა საზოგადოების დემორალიზაციას. მმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და მომავლის. ცალკეული მოქალაქის მტერი".
- განაცხადა ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.