ოლიგარქის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მომიტინგეებს აფრთხილებს.
უწყების ცნობთ, "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით" ადგილზე შსს-ს წარომადგენლები არიან მობილიზებული.
"აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო პიროტექნიკის გამოყენება, მათ შორის პარლამენტის შენობის მიმართულებითაც, რაც "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილე პირებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება", - წერია განცხადებაში.
[ფოტო: "მთავარი არხი"]