თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი წოწკოლაური ამბობს, რომ ოლიგარქის პოლიციას ის ქალაქის სამმართველოში გადაჰყავს. შესაბამისი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
წოწკოლაურის ცნობით, დაკავება სპორტის სასახლესთან მოხდა.
"გაგვაჩერეს სპორტის სასახლესთან და გადავყავართ ქალაქის სამმართველოში. ოღონდ არ გვეუბნებიან რა მიზნით ხდება", - ამბობს ლექტორიდა.
ვიდეოში ასევე ისმის ოლიგარქის შსს-ს წარმომადგენლის ხმა, რომელიც ამბობს, რომ გადაყვანა იდენტიფიცირების მიზნით ხდება, თუმცა გიორგი წოწკოლაური ამბობს, რომ შსს-ს წარმომადგენლებს პირადობის მოწმობები მოაწოდეს და მათ ფოტოც გადაუღეს - შესაბამისად გაუგებარია, რა იდენტიფიცირებაზეა საუბარი.
წოწკოლაურთან ერთად სავარაუდოდ სხვა პირებიც დააკავეს.