დღეიდან, საქართველოში, თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით გაიყიდება.
კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მიიღეს და დღეიდან ის ძალაში შევიდა.