მეტროს ორი ახალი სადგური და გვირაბები | თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ საკითხთან დაკავშირებით ფასების გამოკითხვა გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების, ასევე 2 ახალი სადგურის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ფასების მოკვლევა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

როგორც განაცხადში ვკითხულობთ, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს თბილისში, მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით გლდანის და ვარკეთილის მიმართულებებით ახალი სადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ე.წ. დაპროექტება-მშენებლობის (Design Build) მეთოდით.

დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც მოეთხოვება პრეტენდენტს ტენდერში მონაწილეობის ეტაპზე:

გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობები (აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება პრეტენდენტზე ან მის ქვეკონტრაქტორზე)

- პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს 2010 წლიდან (ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღის ჩათვლით) უნდა გააჩნდეს: თანამედროვე მეტროპოლიტენის დაპროექტების და მშენებლობის გამოცდილება.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ იგი აკმაყოფილებს შემდეგ ფინანსურ მოთხოვნებს (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება პრეტენდენტზე):

- პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ქონდეს არანაკლებ 100 მლნ აშშ დოლარის (შესაბამისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში) შემოსავალი/ბრუნვა

- ბოლო სამი წლის პერიოდში არ უნდა იყოს ზარალზე გასული და წმინდა ქონება, გამოთვლილი, როგორც სხვაობა მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის, უნდა იყოს დადებითი.

- აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ვერ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას ან/და არ გააჩნია შესაბამი

გასათვალისწინებელია, რომ საბოლოო მიღება/ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს „შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია“, სახელშეკრულებო ღირებულების 1,5%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 36 თვით, გარანტიის წარმოდგენის დღიდან. (აღნიშნული მოთხოვნა დაზუსტდება ტენდერის გამოცხადებისას)

პროექტის განხორციელების/დასრულების საორიენტაციო ჯამური ვადა შეადგენს 5 წელს", - წერია დოკუმენტში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი