"ოცნების" რეჟიმთან დაახლოებული ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის ნედლი რძის მწარმოებელი ფერმა "ყვარლის ბაგა" ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა, რაც აკრძალულია - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიებიდან ხდება ცნობილი.
ირკვევა, რომ "ყვარლის ბაგა" 2018 წლის “ჩირინას” შეუთანხმდა და ერთი წლის განმავლობაში მისგან დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.
გარიგებიდან ერთი წლის თავზე კი პაპაშვილის “ყვარლის ბაგამ” პარტნიორ კომპანიას პრეტენზიები წაუყენა -" "თქვენთან ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს ვაჭმევდით, საქონელი დამიხოცა და 1,65 მილიონი ლარის ზარალი მომადგაო"
"ჩირინამ" პრეტენზიები არ მიიღო და უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს ის სასუქად ყიდდა და არა საკვებად.
2020 წელს პაპაშვილის “ყვარლის ბაგამ” ჩირინას სასამართლოში უჩივლა. ხანგრძლივი სასამართლო დავა პაპაშვილი მოგებით დასრულდა."ჩირინას" (ბიუ-ბიუ) 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა.
ინფორმაციისთვის, "ყვარლის ბაგის" რძეს ყიდულობს "სანტე", "სოფლის ნობათი", "აგროჰაბი” და "ყვარლის ბაგის" შვილობილი "რძის ლაბორატორია". 2018 წლის შემოდგომაზე "სანტემ“ რძეში რამდენჯერმე აღმოაჩინა ანტიბიოტიკები და უკან დააბრუნა.
კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძეა. 70 წლის ბიოლოგი, საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე. ბიზნესი მან რუსეთში დაიწყო, საქართველოში კი 2007 წელს დაბრუნდა. მეფრინველეობის ფაბრიკა, რომლის შექმნასა და ამუშავებაზე 150 მილიონი დოლარი დახარჯა, 2012 წელს გახსნა.
ვაშაკიძე ხშირად აკრიტიკებს ოლიგარქის ხელისუფლებას.
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის დადგენილება ნაკელის საკვებად გამოყენების აკრძალვის შესახებ 2023 წელს ამოქმედდა, ევროკავშირში კი დაახლოებით 20 წლის წინ.