"8 აპრილს მშობლების დაანონსებული აქცია რეალური წინააღმდეგობაა, რომელიც აუცილებლად უნდა წამოწყებულიყო. ერთობას ალტერნატივა არ აქვს – დღეს ან ხარ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით, ან ხარ რუსეთისა და ქოცების მხარეს. შუა პოზიცია არ არსებობს. რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით უფრო მალე მივალთ გამარჯვებამდე. კულუარული პოლიტიკის დრო აღარ არის. დროა მეტი ღიაობის – გადაწყვეტილებები ღიად უნდა მიიღებოდეს რუსთაველზე.
დღეს, თუ ვინმეს ერთობა სურს, შეუერთდით მშობლებს და გაერთიანდით მათ გარშემო. რეალური წინააღმდეგობის გაწევა მშობლებმა დაანონსეს – დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, ქვეყანაა გადასარჩენი! სინდისის პატიმრების სახელით მინდა მივმართო ხალხს: გთხოვთ, გვერდით დაუდგეთ და დაიცვათ ჩვენი მშობლები. ძნელია საკნიდან უყურო ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ მშობელს და ვერ შეძლო მის გვერდით ყოფნა. ამიტომ, 8 აპრილს ძალიან ბევრი უნდა იყოთ რუსთაველზე!".
- წერია რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის წერილში.