პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს ბათუმში ბინების შეძენისგან თავის შეკავებას ურჩევს | არგუმენტად არაკეთილსინდისიერი დეველოპერები და ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია სახელდება

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საელჩო საქართველოში მყოფ მოქალაქეებს ბათუმში საცხოვრებელი ბინების შეძენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს - არგუმენტად არაკეთილსინდისიერი დეველოპერები, ასევე ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია სახელდება.

"ბათუმში გახშირებული არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, რომლებსაც ზოგიერთი დეველოპერი დგამს, ჩვენ გირჩევთ გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე უძრავ ქონებაში ინვესტიციებთან დაკავშირებით ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას. თითოეულ ასეთ გადაწყვეტილებას წინ უნდა უძღოდეს კონკრეტული დეველოპერის კომპეტენციისა და სანდოობის საფუძვლიანი ანალიზი მისი ამჟამინდელი პროექტებიდან გამომდინარე.

გასათვალისწინებელია ასევე საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის უფრო ფართო კონტექსტი და ქალაქ ბათუმში ინფრასტრუქტურის განვითარების დონე. არაკეთილსინდისიერი დეველოპერების მიერ დაზარალებულთა მხარდაჭერის შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მსხვერპლთათვის ერთადერთი გამოსავალი სასამართლოში წასვლაა, რაც ხანგრძლივი პროცესია და სულაც არ იძლევა საბოლოო წარმატების გარანტიას", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი