მიტროპოლიტ დანიელთან შეხვედრის შემდეგ, მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში, მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს. "ინფო იმერეთის" ცნობით, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტ დანიელთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

ჭიათურელმა მაღაროელებმა დღეს ჭორვილაში დაგეგმილი აქციაც გადადეს.

მერაბ სარალიძემ და სიმონ მიქაცაძემ შიმშილობა 4 აპრილს დაიწყეს. მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, შეხვდეს ხელისუფლების წარმომადგენელი მაღაროელებს და უშუალოდ მოისმინოს მათი პოზიციის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი