"მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს "ოცნების" პროპაგანდისტების - გოგა ხაინდრავასა და ვატო შაქარიშვილის თავდასხმის შემდეგ, ტვინის შერყევა აღენიშნება. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება, სადაც რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ გადაიყვანეს და კვლევები ჩაუტარეს.
მამნიაშვილის ინფორმაციით, კლინიკასთან წუხელ მას ტიტუშკებიც მიუგზავნეს - "მთელი ღამის განმავლობაში კლინიკის პერიმეტრზე ტიტუშკები იყვნენ მობილიზებული , გარშემო დადიოდნენ და შიგნით შემოსვლის მცდელობაც ჰქონდათ" ამბობს მამნიაშვილი.
მოძალადეები ამ დრომდე არავის დაუკავებია და არც გამოუკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თავდასხმის კადრები და შაქარიშვილმა თავადაც აღიარა. თავდასხმა გუშინ, 5 აპრილს, ქაშვეთის ეკლესიასთან მოხდა.