ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.