პუტინის პროპაგანდისტი, რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა საქართველოში იმყოფება და სხვადასხვა ადგილებიდან გადაღებულ ფოტოებს საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბოროდინას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. ის 2022 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. ბოროდინამ, რომელიც პუტინის "არჩევნებში" აქტიურად იყო ჩართული, მოიარა კახეთი და ახლა თბილისში ისვენებს.
ცნობისთვის, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ნებართვის გარეშე მოგზაურობა აკრძალულია და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, თუმცა როგორ და როდის შემოვიდა პუტინის პროპაგანდისტი ქვეყანაში, უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ბოროდინა თბილისში 2022 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდა. მას სავარაუდოდ, ამ დროს უკვე დარღვეული ჰქონდა საოკუპაციო კანონი.