პოლიციამ გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა - ინფორმაციას "ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"პოლიციამ დააკავა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია. როგორც პრესსამსახურმა მითხრა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ველოდებით, რომ ადვოკატი შევიდეს და გავიგოთ, რა მოხდა. მეგობრებს უნდა შეხვედროდა, მათ ნახეს საბას კუთვნილი დაგდებული სკუტერი და ასე გავიგეთ მისი დაკავების ამბავი," - წერს ნატა ძველიშვილი.