არსებული ინფორმაციით, დღეს, რამდენიმე საათის წინ დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსში, ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც ლიფტის მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ, ლიფტმა ავარიული მოძრაობა 22-ე სართულიდან დაიწყო.
„მირცხულავას მეშვიდე კორპუსში ლიფტი ჩავარდა შიგნით 5 კაცი ვიყავით... სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში, რაღაც დამჭერმა მექანიზმებმა ჩამოგვიყვანა 22-ე სართულიდან ტორმუზებით, ბეწვზე გადავრჩით 5 ადამიანი“ - წერს ერთ-ერთი მოქალაქე. მისი თქმით, ინციდენტი m2-ის მეშვიდე ბლოკში მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება არ შესულა.
ფოტო-ილუსტრაცია