პანკისის ხეობაში მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ომალოში გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი სოფლის სპორტულ დარბაზში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ შეძლეს.
სოფელში ამტკიცებენ, რომ მოზარდმა ენერგეტიკული სასმელი დალია და სპორტულ დარბაზში ფიზიკური დატვირთვა ვერ აიტანა.
რა გახდა მოსწავლის გარდაცვალების რეალური მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.