მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "გაგრის" მიმდებარედ, დღეიდან, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება | თბილისის მერია

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ, დღეიდან, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

"მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.

უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი