მზია ამაღლობელის მომდევნო პროცესი 14 აპრილს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა. მომდევნო პროცესი 14 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. 

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ოლიგარქის შსს-ს თანამშრომლები დაიკითხეს. 

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი  11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს კი წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები. 

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა  მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი