სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე თბილისის მერიის გეგმებზე წერს.
აბესაზე შესაძლო კორუფციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ "თეგეტასგან" ავტობუსების შეძენისას 250 მილიონიდან "გაქრა" 60 მილიონი ანუ დაახლოებით 25%, იგივეს განმეორების შემთხვევაში "გაქრება" - 800 000 000 ლარი.
"თბილისელების გულის მოსაგებად და უფრო მეტად საკუთარი კორუფციული მადის გადაჭარბებულად დასაკმაყოფილებლად კალაძის მერია წელს აპირებს დააკონტრაქტოს:
✔️ კიდე 115 მეტროს ვაგონის შეძენა - დაახლოებით 200 მილიონი ევრო;
✔️ ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დიდუბემდე - დაახლოებით 150 მილიონი ევრო;
✔️ მეტროსადგურები ვარკეთილის და გლდანის მხარეს - დაახლოებით 250 მილიონი ევრო;
✔️ მეტროს მესამე ხაზი, რომელიც ვაკეში გავა - დაახლოებით 450 მილიონი ევრო. ანუ ჯამში მინიმუმ 1 050 000 000 ევრო - 3 200 000 000 ლარი.
თუ "თეგეტასგან" ავტობუსების შეძენისას 250 მილიონიდან "გაქრა" 60 მილიონი ანუ დაახლოებით 25%, აქაც იგივეს განმეორების შემთხვევაში "გაქრება" - 800 000 000 ლარი. უტრირება გგონიათ?! ვნახოთ...", - წერს აბესაძე.