პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მორიგი აქცია მიმდინარეობს, 3 ახალგაზრდა დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვატო სამხარაძე, ასევე თაზო კვესელავა და რეზი დუმბაძე.
ადგილზე მყოფების თქმით, ისინი "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო" დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს უწყვეტი პროტესტის 131-ე დღეა და რუსთაველის გამზირზე მორგი აქცია მიმდინარეობს.