წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურაში გაიგზავნება

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერების - ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძის საქმეები, ასევე გივი თარგამაძის საქმეც პროკურატურაში გაიგზავნება. ამის შესახებ ე.წ. კომისიის სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა. "კომისიის" წევრებმა გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ცნობილია, რომ შესაბამისი მოთხოვნა უწყებაში დღის განმავლობაში გაიგზავნება.

ცნობისთვის, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აღნიშნული მუხლით ბრალდებულები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე (50 000-50 000-ლარიანი) და ირაკლი ოქრუაშვილი (20 000-ლარიანი გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა). 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი