IDFI: 2024 წელს ბოლო 10 წლის რეკორდული პრემია/დანამატები გაიცა, ყველაზე მეტი შსს-ში

გამოქვეყნდა:

"ინფორმაციული თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" [IDFI] ინფორმაციით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 527.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი პრემია/დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯებში პრემია/დანამატის ყველაზე დიდი წილი სასამართლოებსა და პროკურატურაზე მოდის.

გაცემული პრემია/დანამატების სიდიდით გამოირჩევიან ისეთი უწყებები (სასამართლოები, ძალოვანი უწყებები), რომლებზეც არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები პრემია-დანამატებზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი