Facebook-ვიდეოს გამო, ტვ პირველის ოპერატორს ოლიგარქის შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

გამოქვეყნდა:

Facebook-ვიდეოს გამო, ტვ პირველის ოპერატორს გორში, ლაშა ჯიოშვილს შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა - ინფორმაციას და ვიდეომასალას ჯიოშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"მომახსენეს, რომ ჩემს მიმართ საქმის წარმოება დაიწყო 173-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს პოლიციისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. სასამართლოში შეგვაქვსო. 

6 აპრილს დავდე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი პატრულის მხრიდან, სადაც შსს-ს მოვიხსენიებ ისე, როგორც ეკუთვნოდათ და ვიძახი, რომ თვენი უნიჭო დედაც მოვ**ნ -თქო და ისევ მაგ აზრზე ვარ, რა თქმა უნდა. ადამიანები, რომებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ, ზიან და ჩემ ფეისბუქ სტატუსებს უთვალთვალებდნენ" - ამბობს ჯიოშვილი.

"სამართალდარღვევაზე" ჯიოშვილის სასამართლო 10 აპრილს, 11:15 სთ-ზე ჩაინიშნა. საქმეს მოსამართლე დავით პაპუაშვილი განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი