ბათუმის სადგურის მიმდებარედ, მატარებელი ბავშვს დაეჯახა | არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოს რკინიგზა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. რკინიგზის ცნობით, მატარებელი მცირეწლოვანს შეეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა: 

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს." ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი