"მთავარი არხის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თელავში გადაღებული ვიდეოს ავტორს, პაპუნა სარალიძეს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სარალიძე მიღებული დაზიანებებით თელავის საავადმყოფოში იმყოფება. მას მენჯის ძვალი აქვს გატეხილი.
სარალიძეს ხვალ ოპერაციას გაუკეთებენ.
ვიდეოში კი, რომელიც მან გადაიღო, ჩანს, როგორ მიუვარდა სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი პროევროპული აქციის მონაწილეებს თელავის მერიასთან.
არსებული ინფორმაციით, სარალიძეზე თავდამსხმელი სწორედ ამ პიროვნების შვილია. ფიზიკურ ანგარიშსწორებაში კი მისი თანმხლები პირებიც მონაწილეობდნენ.