ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. ფოტოს ეკატერინე მიშველაძე ავრცელებს.
"მეგობრები ჩვენს გვერდით არიან - აშშ-ის ელჩი. დილის 8:30 წუთი", - წერს ჟურნალისტი.
დანიგანს ადგილზე მყოფი მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მოქალაქეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. ისინი ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. მათ სიმბოლურად დილის 4:00 საათზე 9 აპრილს დაღუპულთა სულებისთვის ილოცეს და ფიცი დადეს.