9 აპრილის მემორიალთან, სავარაუდოდ საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. რამდენიმე მოქალაქე ტიტებით ხელში, გმირთა მემორიალთან გამოჩნდა, რასაც ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეები, პროვოკაციის მიზნით გამოგზავნეს. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ რეჟიმის მსახურებს არ აქვთ უფლება, თავისუფლებისთვის მებრძოლი და დაღუპული გმირების მემორიალთან მივიდნენ.